დაგვიკავშირდით
პროექტი აზერბაიჯანული ინვესტიციით ხორციელდება. გუნდი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი სამშენებლო გამოცდილება, ერთმა დიდმა მისიამ - თბილისის სიყვარულმა და ხარისხიანი კომპლექსის აშენების სურვილმა გააერთიანა. მშენებლობის ადგილად სწორედ ისტორიული თბილისური ადგილი შეირჩა და გადაწყდა ყველაზე თანამედროვე და კეთილმოწყობილი კომპლექსის - პარკ ორთაჭალას დაწყება. მენეჯმენტი იზიარებს მისიას, რომ თუკი აშენებ, უნდა ააშენო ისე, რომ თავად სიცოცხლის ბოლომდე სიამოვნებით იცხოვრო. სწორედ ამიტომ, თითოეული დეტალი ნაფიქრია, პარტნიორი სწორად შერჩეული და მომხმარებელთან გუნდი გარანტიებით, დიდი გამოცდილებითა და ხმამაღალი დანაპირებით გადის.
უპირატესობები
კომპლექსი უკვე არსებული ინვესტიციით შენდება, ეს ფაქტორი კი, აზღვევს მშენებლობის წინასწარ განსაზღვრულ ვადებს რისკებისაგან.
კომპლექსს უნიკალური მდებარეობა აქვს თბილისის ცენტრში, თუმცა ამავდროულად გამოირჩევა სუფთა ეკოლოგიური გარემოთი.
ის მხოლოდ 335 ოჯახს გააერთიანებს - მოცულობა შეზღუდულია იმისთვის, რომ ერთი დიდი თბილისური სამეზობლო შეიქმნას.
კომპლექსს 14 წლიანი გამოცდილებით აშენებენ.
ხედები მტკვარსა და მთებზე კომპლექსის უპირატესობებია. შიდა განვადება და მოქნილი ფასი.
პარტნიორები
კომპლექსი უცხოური ინვესტიციით შენდება, შესაბამისად კომპანიის პარტნიორები გამოცდილებას და კონტაქტებს ქართულ და უცხოურ ბაზარზე ფლობენ. პარკ ორთაჭალას პროექტს კომპანია "ირბისი" და მისი პარტნიორები ახორციელებენ.
იქ, სადაც დაიწყო თბილისი
პარკ ორთაჭალა
ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა საცხოვრებელ კომპლექსში