1?lang=ru?lang=en
დაგვიკავშირდით
1
2
3
პარკ ორთაჭალა
იცხოვრე
პარკ ორთაჭალაში
ზუსტად გორგასლის # 105 ნომერში, ორთაჭალის მთის ძირას და მდინარე მტკვრის გასწვრივ შენდება საცხოვრებელი კომპლექსი - პარკ ორთაჭალა. პროექტის სახელი - პარკ ორთაჭალა სწორედ კომპლექსის უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე შეირჩა. ორთაჭალის მთის ფერდზე არსებული რეკრეაციული ზონა დეველოპერებმა ხელუხლებლად შეინარჩუნეს და მომავალი მაცხოვრებლებისთვის ფერდზე დაკიდებული პარკის გაშენებაც დაგეგმეს. კომპლექსი ბუნებაში, მთის პირას, მაგრამ ქალაქის შუაგულთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

რუსთაველის გამზირიდან: 8 წუთი

თავისუფლების მოედნიდან: 6 წუთი

გოგირდის აბანოებიდან : 4 წუთი

აირჩიე ბინა
ინვესტორი/პროექტის დირექტორი
ამბავი პროექტის დაწყებამდე
გვიან სექტემბერს პარტნიორთან შეხვედრის შემდეგ გორგასლის ქუჩას ფეხით ჩავუყევით. მაშინ პირველად მოვისმინე თბილისის დაარსების ლეგენდა. მე თბილისზე შეყვარებული ვუყურებდი ორთაჭალის მთებს, მარცხნივ მდინარე მტკვარს და ვფიქრობდი, აქ უნდა იყოს ყველაზე თანამედროვე თბილისური კომპლექსი. აქ უნდა ცხოვრობდნენ თბილისელები. მას შემდეგ მთელი ჩემი გუნდით ვმუშაობთ, ვგეგმავთ და ვახორციელებთ პროექტს - პარკ ორთაჭალა. ჩვენი ერთიანი ხედვა დაფუძნებულია შევქმნათ საუკეთესო საცხოვრებელი გარემო მთის ძირას, გავაშენოთ უფრო დიდი პარკი მთასა და ფერდზე და გავამართლოთ პროექტის სახელწოდება.
ვიდეოს ნახვა
იქ, სადაც დაიწყო თბილისი
პარკ ორთაჭალა
ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა საცხოვრებელ კომპლექსში
კომპლექსი
პარკი
პარკინგი
ეზო და მოედანი
უსაფრთხოება
ბარბექიუს ზონა
კომპლექსი
კომპლექსი 6622 კვ.მ-ზე შენდება. აქედან 1200 კვ.მ. - გამწვანებული სივრცე იქნება, 1400 კვ.მ - ეზო და 300 კვ.მ. სათამაშო მოედანი. 3 ბლოკისგან შემდგარი საცხოვრებელი ზონა სულ 335 ბინას აერთიანებს. მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ: საბავშვო სკვერი და ოთახი; ბარბექიუს კუთხე; ველო-ბილიკი; სავარჯიშო მოედანი; მოსასვენებელი მოედანი; 24 საათიანი დაცვის მომსახურება; კონსიერჟ მომსახურება; ცხელი ხაზი; დასუფთავების სერვისები
აირჩიე ბინა
პარკი
დეველოპერების მიზანი ყველაზე მწვანე საცხოვრებელი ზონის შექმნა იყო. შესაბამისად, ორთაჭალის მთის ფერდზე არსებული რეკრეაციული ზონა პროექტის მენეჯერებმა კომპლექსს ისე დაუკავშირეს, რომ თითოეულ მომხმარებელს შეეძლოს ისიამოვნოს როგორც ხელოვნურად გაშენებული ახალი ბაღით, არამედ - ბუნებრივი პარკით, რომელიც გარს აკრავს კომპლექსს.
პარკინგი
კომპლექსს 200 მანქანაზე გათვლილი შიდა და დახურული პარკინგი აქვს, რომელიც 24 სთ-იანი დაცვის კონტროლის ქვეშ იქნება. შესაბამისად, მაცხოვრებლები მშვიდად დატოვებენ მანქანებს სახლთან ძალიან ახლოს
ეზო და მოედანი
ეზო თითქმის ყველა საცხოვრებელ კომპლექსს აქვს, მაგრამ ეზო - სადაც ბავშვის უსაფრთხოდ გაშვებას შეძლებთ, ველოსიპედის მშვიდად დატოვებას და საღამოს საყვარელი ცხოველის გასეირნებას - ძალიან ცოტას. სწორედ ასეთი ეზო და სათამაშო მოედნები დაპროექტდა პარკ ორთაჭალაში. გასართობი ინფრასტრუქტურის მთავარი უპირატესობა დახურული სათამაშო მოედანია. მაცხოვრებლები ცუდ ამინდშიც კი შეზლებენ პატარები კომპლექსიდან გაუსვლელას გაართონ და დრო სასიამოვნოდ გაატარებინონ.
უსაფრთხოება
24 საათიანი დაცვა - ყურადღება და ზრუნვა საკუთარ სახლზე მაშინაც კი, როდესაც ქალაქიდან გახვალთ, საუკეთესო რამაა, რაც კომპლექსს შეუძლია შემოგთავაზოთ. თუმცა დაცვის სისტემების, კარგი პერსონალისა და ტექნიკური გამართულობის გარდა, გუნდი პროექტის მშენებლობისას მნიშვნელოვან გათვლას - ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაზე აკეთებს. საუკეთესო ხარისხის ცეცხლმაქრით აღჭურვილი იქნება როგორც სადარბაზოები, ასევე - ინდივიდუალურად სართულები.
ბარბექიუს ზონა
საცხოვრებელ კომპლექსში სპეციალური კუთხე მოეწყობა მაცხოვრებლების და მათი სამეგობროების თავშეყრისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ბარბექიუს ზონით სარგებლობა ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია. გემრიელი სადილის ცეცხლზე მომზადება იმგვარად იქნება შესაძლებელი, რომ სახლი არ გაიბოლოს და მეზობლები ზედმეტად არ შეწუხდნენ.
კომპლექსის ამბები
ბოლო სიახლეები
კომპლექსში გაყიდვები დაიწყო
პირველი ბინის მფლობელები პარკ ორთაჭალაში უკვე აფორმებენ ხელშეკრულებებს. მათ სასურველი კვადრატულობის ბინები სასურველი ხედით და სართულზე უკვე შეარჩიეს.
პირველი ბინის მფლობელები პარკ ორთაჭალაში უკვე აფორმებენ ხელშეკრულებებს. მათ სასურველი კვადრატულობის ბინები სასურველი ხედით და სართულზე უკვე შეარჩიეს.
პარკ ორთაჭალა დახურულ საბავშვო მოედანს აშენებს
ბავშვებისა და მშობლის ინტერესებზე მორგებული დახურული სათამაშო მოედნის მშენებლობა გადაწყდა პარკ ორთაჭალაში. ვინაიდან ცუდ ამინდში, ბავშვებს სახლში გაჩერება ყველაზე მეტად უჭირთ, პროექტის მრავალშვილიანმა მენეჯმენტმა საკუთარი გამოცდილება გაითვალისწინა და კომპლექსში დახურული სათამაშო მოედნის მშენებლობა გადაწყდა.
ბავშვებისა და მშობლის ინტერესებზე მორგებული დახურული სათამაშო მოედნის მშენებლობა გადაწყდა პარკ ორთაჭალაში. ვინაიდან ცუდ ამინდში, ბავშვებს სახლში გაჩერება ყველაზე მეტად უჭირთ, პროექტის მრავალშვილიანმა მენეჯმენტმა საკუთარი გამოცდილება გაითვალისწინა და კომპლექსში დახურული სათამაშო მოედნის მშენებლობა გადაწყდა.
პროექტის მშენებლობა დაწყებულია
პროექტის მშენებლობა დაწყებულია. საცხოვრებელი კომპლექსი პარკ ორთაჭალა უკვე ხიმინჯებზე დგას.
პროექტის მშენებლობა დაწყებულია. საცხოვრებელი კომპლექსი პარკ ორთაჭალა უკვე ხიმინჯებზე დგას.